«Роскачество»-მ რუსული ღვინის გამოკვლევა ჩაატარა

რუსეთის არაკომერციულმა ორგანიზაციამ – «Роскачество» (ხარისხის რუსული სისტემა) ექსპერიმენტი ჩაატარა. მათ რუსული და საზღვარგარეთული ღვინოები, ბრმა დეგუსტაციით შეადარეს. ამის შესახებ, საინფორმაციო პორტალ «Известий»-ის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

ექსპერიმენტში მონაწილეობა ხელოვანებმა: დიმიტრი მალლიკოვმა, იგორ ბუტმანმა და ალექსეი ზიმინმა მიიღეს. მათ სამი სახის ღვინის დეგუსტირება შესთავაზეს, რომლებიც 1-10 ბალამდე შკალით, გემოთი, არომატითა და ფერით უნდა შეეფასებინათ.

ექსპერიმენტში, რუსულმა ღვინომ გაიმარჯვა. რუსულმა ღვინომ «Роскачество»-ს მაღალი რეიტინგი მიიღო.

ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ რუსული ღვინო არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, ზოგჯერ მასზე უკეთესიც კი არის.