აბა, ვინ ისაუზმებს ასწლიანი კვერცხით?

 

ჩვეულებრივად მომზადებული კვერცხს ალბათ, ხშირად მიირთმევთ, მაგრამ რას ფიქრობთ ისეთ კვერცხზე, რომელიც რამდენიმე თვე თიხაში, მარილში და ფერფლშია ჩამარხული, ვიდრე თქვენს თეფშზე აღმოჩნდება?

არადა, ეს დელიკატესია, რომელიც ჩინეთში  დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაინტერესებთ, როგორ მზადდება? კვერცხს თიხაში, მარილში, ფერფლში და ბრინჯის ჩენჩოში ათავსებენ.  ნაჭუჭი იცავს კვერცხს მიკრობების წარმოქმნის და გაფუჭებისგან, ვიდრე ის ჩაფლულია ზემოდ ჩამოთვლილ მასაში. ამ მეთოდის გამოყენებით კვერცხი იღებს სრულიად განსხვავებულ კონსისტენციას – მისი ცილა ჟელედ გარდაიქმნება და მუქდება, ხოლო გული კი შავი ფერის ფხვნილად იქცევა. შეიძლება ასეთი თხლად დაჭრილი კვერცხი სალათას დაემატოს, ან სულაც ცალკე კერძად იგემოთ.

ამბობენ, რომ ეს დელიკატესი მეტად სასარგებლოა, ის წნევას არეგულირებს, თანაც,  უმადობას კურნავს.