„ადამიანი ობობას“ სცენარისტი გარდაიცვალა

ამერიკელი სცენარისტი, „ოსკარის“ ჯილდოს ლაურეატი და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ელვინ სარჟენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ სარჟენტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ცნობილი სცენარისტის დაკრძალვის თარიღი უცნობია. როგორც ირკვევა, გარდაცვლილის ოჯახმა, რეჟისორისთვის ყვავილების მიტანის ნაცვლად, ხალხს ფულის შეწირვა სთხოვა ფონდისთვის „კიბოს წინააღმდეგ“.
ელვინი 1927 წელს დაიბადა და კარიერა თავიდანვე ტელევიზიით დაიწყო.
მისი შემოქმედებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ყველასათვის ცნობილი „ადამიანი ობობაა“.