ავსტრალიური კოალა გადაშენების პირასაა

ინტერნეტგამოცემა „Metro“-ს ინფორმაციით, ავსტრალიურმა ფონდმა „კოალამ“, კოალების ფაქტიური გადაშენების შესახებ გამოაცხადა.

სპეციალისტების თქმით, ბუნებრივ გარემოში ამ სახეობის სულ რაღაც 80 ათასი ერთეულია დარჩენილი. ეს რაოდენაბა საკმარისი არ არის, მომავალი თაობების შესანარჩუნებლად.

ამ ჩანთოსანი დათვების გადაშენების მიზეზად, კლიმატურ ცვლილებებსა და მათი ბინადრობის ადგილების რაოდენობის სიმცირეს ასახელებენ.

ზოოდამცველები ავსტრალიის მთავრობას მოუწოდებენ, რომ ისინი დაუყონებლივ ჩაერიონ ამ სიტუაციაში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სახეობა გადაარჩინონ, რომელიც ავსტრალიის ეკო-სისტემისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.