აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR -ი განცხადებას ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR -ი განცხადებას ავრცელებს.

რანს-ანატოლიური მილსადენი TANAP-ი სრულად მზად არის აზერბაიჯანული გაზი ევროპას მიაწოდოს.

კომპანიის ცნობით, პროექტი ნავარაუდევზე ($11.7 მლრდ) $5 მილიარდით ნაკლები, $7 მლრდამდე დაჯდა.

TANAP-ის 850 კმ მილსადენით აზერბაიჯანული გაზის ნაკადმა „შაჰ-დენიზი 2“-იდან საქართველოს და თურქეთის გავლით, საბერძნეთის საზღვარი 18 ივნისს გადაკვეთა. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტით, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება განხორციელდება.

გაზსადენი უკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელებაა თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან.

TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და შემდგომ შეუერთდება იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს.

TANAP-ის გამტარუნარიანობა სულ ცოტა 16 მილიარდი კუბური მეტრია, საიდანაც 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ევროპაში, ხოლო 6 მილიარდი თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში განხორციელდება. პერსპექტივაში, მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 24 მილარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, შემდეგ კი 31 მილიარდამდე – აცხადებენ SOCAR-ში.