აზერბაიჯანში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია

აზერბაიჯანში, მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონთან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.