აიდინ მირზაზადე სომხეთის პირველი პირების ჩაცხრილვის მოთხოვნით გამოდის

აზერბაიჯანელმა დეპუტატმა აიდინ მირზაზადემ, ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ განცახდება გააკეთა და სნაიპერებს ცეცხლის გახსნისკენ მოუწოდა.

„ვთხოვ ჩემს სნაიპერებს, რომ თუ სომხეთის მმართველი პირები აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოჩნდებიან, გაუხსენით მათ ცეცხლი. ჩვენი მოთმინება უკვე  იწურება. ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს და ოკუპაციას ბოლო მოეღოს. სომხეთი კი ახალ პრემიერს ადვილად იპოვის,“ – ამის შესახებ პარლამენტში ყოფნისას დეპუტატმა აიდინ მირზაზადემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, კონფლიქტის ზონაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ურთიერთობა კვლავ დაიძაბა, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლეც შეეწირა.