ალი ბაბაევი: მეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველი ვარ, მაგრამ ახლა განგაშის საფუძველი არ არსებობს!

ჟურნალისტი ზაზა დავითაია “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” პრეზიდენტ ალი ბაბევთან საუბრის ჩანაწერს ავრცელებს:

– ახლახან, ჩემმა მეგობარმა, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” პრეზიდენტმა – ალი ბაბაევმა დამირეკა. შეწუხებული იყო შექმნილი ვითარებით, თუმცა მამშვიდებდა, დავით გარეჯთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მესამე ძალის მიერ ხელოვნურად არის აგორებული და სინამდვილეში, აზერბაიჯანელები ქართველებს მიწას არ ეცილებიანო. შევთავაზე – ჩვენს საუბარს ჩავიწერ და შენს პოზიციას საზოგადოებასაც მოვასმენინებ მეთქი – დამთანხმდა. ალი ბაბაევი რომ ქართველი ხალხის გულშემატკივარია, ამაში ეჭვი ჯერ არ შემპარვია.  შეულამაზებლად გთავაზობთ ჩვენი ხანმოკლე საუბარის ჩანაწერს – წერს ზაზა დავითაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს: