ამერიკელმა ქალბატონმა „რუსი ჰაკერების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის თაღლითებს $136 000 გადაუხადა

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა მოქალაქემ, თაღლითებს $136 000 „რუს ჰაკერებთან“ ბრძოლისთვის გადაუხადა. მისი აზრით რუსმა ჰაკერებმა მის კომპიუტერში უკანონოდ შეაღწიეს.
ქალბატონს 2018 წლიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყოველი კვირა „მხარდაჭერის სამსახურიდან“ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის კომპიუტერს კვლავ პრობლემები აქვს, რადგან მასში რუსები იჭრებიან.
აღმოჩნდა, რომ თაღლითები მართლაც იჭრებოდნენ ამერიკელების პირად კომპიუტერებში და მათ ვირუსებისგან გასანთავისუფლებლად ფულს სთხოვდნენ.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.