ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციჭამია ბაქტერიები აღმოაჩინეს

ნიუ-ჯერსიში, ბაქტერია სახელწოდებით „Vibrio vulnificus“ მომრავლდა. მის გამო ისეთი ინფექციები დაფიქსირდა, რომელიც ადამიანებს აქამდე არ სმენიათ. მძიმე ინფექციების რიცხვი მატულობს. ცნობილია აგრეთვე, ბაქტერიით, ერთი პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაც.

ამ მიკრობს „ხორციჭამიას“ იმიტომ ეძახიან, რომ ის ინფექციის ნეკროტიზინგული ფასციიტის გამომწვევია, რომელიც კანს და კუნთოვან ქსოვილებს სწრაფად ანადგურებს, – ავრცელებს საინფორმაციო პორტალი „med.vesti.ru“.