ამირან გულუაშვილი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა მელიამ ახალი დანაშაული ჩაიდინოს

პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. ამირან გულუაშვილის განმარტებით, არსებობს მელიას მიმალვის და მის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვების საფრთხე. ასევე, მისივე თქმით, შესაძლოა, მელიამ გავლენა კვლავ მოახდინოს ადამიანებზე და ისინი დაიყოლიოს ახალი დანაშაულის ჩადენაზე.

ამირან გულუაშვილმა ასევე განმარტა, რომ შესაძლოა მელიამ მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს რომ მათ არ მისცენ საწინააღმდეგო ჩვენება. მისივე მტკიცებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა მელიამ ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

ამირან გულუაშვილმა ასევე თქვა, რომ სხვა სისხლის სმაართლის საქმეზე ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულია გირაო და ნაკლებად მძიმე აღკვეთმა ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო რომ მას არ ჩაედინა ახალი დანაშაული. ამიტომ ახალი დანაშაულის პრევენციისთვის მყარი გარანტი იქნება პატიმრობა.

„გენერალური პროკურორი მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე”,- განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.