„ამ დღეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახზე“

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს:

„ამ დღეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახზე, ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია კი შესაძლებელია, როცა სიტუაცია დაწყნარდება.

ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ ამ ბიჭის ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაციები ვაკეთოთ. ამ დღეებში ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე. ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია შესაძლებელია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება. თუმცა, ვფიქრობ, მომხდარში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.