ანდრია გვიდიანი: “რუსთავი 2“, სასაცილოები ხართ”

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, ანდრია გვიდიანი „რუსთავი 2-ის” ეთერში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის პრეზიდენტ  ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ესკორტით მივიდა”;
“ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მიწვეული იყვნენ შეხვედრაზე”, თუმცა ბახტაძე მაინც საიდუმლოდ მივიდა;
“რუსთავი 2-მა” პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი შემთხვევით აღმოაჩინა”;
“ბახტაძემ ზელენსკისთან შეხვედრა ძლივს მოახერხა”, ოღონდ ერთად ისხდნენ მაგიდაზე, თან ორივე ევროკავშირის მიწვევით;
“ლიდერებს შორის შეხვედრა ვერ შედგა”, თუმცა ნომრები კი გაცვალეს;
რა სასაცილოები ხართ, „რუსთავი”, – წერს ანდრია გვიდიანი