„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ხელი დაეფაროს, როდესაც საუბარია 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე“

ფრაქცია”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა:

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ხელი დაეფაროს, როდესაც საუბარია 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე.

ვუსამძიმრებ ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს, რომელმაც ფაქტობრივად  რამდენიმე დღის წინ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით და დღეს ეს ფაქტი დადგა

 ვინც არ უნდა იყოს მთელი პასუხისმგებლობით და კატეგორიულად გეუბნებით ვერავის ხელი ვერ დაეფარება.

 საქმეს იძიებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფარგლებში შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელიც არ შედის არცერთი სამართალდამცავი ორგანოს შემადგენლობაში. „საქართველოში ჩვენ გვაქვს ახალი ინსტიტუტი – დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ასევე ახალი ინსტიტუტი – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.ეს საქმე გამოძიების თვალსაზრისით აქვს ამ უწყებას, რომელიც არ შედის არცერთი სამართალდამცავი ორგანოს შემადგენლობაში.

ეს იყო კიდევ ერთი სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური ძალიან მალე დადებს შედეგს, თუკი რამ სადმე ოდნავი გადაცდომის, ან დანაშაულის კვალი იკვეთება. ჩვენ ამას ველით. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ თუ დანაშაულის ნიშნები სადღაც არ არის, იქ უნდა გაჩნდეს დანაშაული, მაგრამ თუ არსებობს დანაშაულის რაიმე კვალი, დარწმუნებული ვარ რეაგირება იქნება შესაბამისი“.

შვილის და ბავშვის დაღუპვა არის ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი შეედრება . სამწუხაროა ისიც, რომ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ იარაღად იყენებენ და იქნევენ. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ ოჯახს. ამის პრევენცია მთელს მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევა, რაზეც ფსიქოლოგიური და სოციალური კონცეფციებია. ჩვენ განსაკუთრებული კრიტიკით უნდა შევხედოთ ამ ამბავს, საზოგადოების, ხელისუფლების ყველას მხრიდან. მიუხედავად ტრაგედიისა, თუ ვინმეს რამე არ დაუშავებია არავის არაფერი არ უნდა დაბრალდეს, რომ პოლიტიკურად თავი იმართლო ვიღაცის წინაშე.

 თუ იქ რაიმე ოდნავ დანაშაულის კვალი არსებობს, ვალდებულება არსებობს, ამისთვის შეიქმნა სამართლალდამცავი უწყებისგან და ორგანოებისგან ცალკე მდგომი უწყება, რომ ამ კვალს ბოლომდე მიყვეს და კონკრეტული შედეგი დადოს, რაში იყო საქმე“