აფრიკაში YouTube-ის 6 წლის ვარსკვლავი მალარიისგან გარდაიცვალა

აფრიკაში, ბურუნდიში YouTube-ს 6 წლის ვარსკვლავი მალარიისგან გარდაიცვალა. ამ  ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

დარსი ირაკოზე მაყურებელმა კომედიური ჟანრის ესეებით გაიცნო. 6 წლის მსახიობი გოგო მალარიით 7 აგვისტოს დაავადდა და ერთ დღეში გარდაიცვალა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბურუნდიში მალარიით 1800 ადამიანი გარდაიცვალა. იანვრიდან ქვეყანაში მალარიის 5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.  მალარია აფრიკის კონტინენტზე ბავშვების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.