„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთისგან უახლოესი მეზობლების მოწყვეტისკენ არის მიმართული“

„როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა სერგეი ლავროვის წერილი:

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთისგან უახლოესი მეზობლების მოწყვეტისკენ არის მიმართული.

ბრიუსელში ჩვენი პარტნიორები სირცხვილით მალავენ, რომ რუსეთი-ევროკავშირის ოთხი საერთო სივრცის ინიცირებული კონცეფცია ეყრდნობოდა საშიშროების ურთიერთგაგებას და იმის მცდელობის კონტრპროდუქტიულობას, რომ ჩვენი საერთო მეზობლები დავაყენოთ არჩევანის წინაშე „ევროკავშირი თუ რუსეთი“. ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საგანგაშო ნიშანი გახდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის დაწყება. ეს  არსებითად მიმართულია, რაც მოგვიანებით დადასტურდა, რუსეთისგან ჩვენი უახლოესი მეზობლების მოწყეტისკენ, რომლებთანაც ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კავშირები გვაქვს. ამ ეგოისტური პოლიტიკის სამწუხარო შედეგები დღესაც იგრძნობა.

ბრიუსელის ლექსიკონში ტერმინი „ევროპა“ საბოლოოდ იქცა „ევროკავშირის“ სინონიმად.

ამას გვაწვდიან ისე, თითქოს „ნამდვილი“ ევროპა – ევროკავშირის წევრები არიან, კონტინენტის ყველა დანარჩენმა ქვეყანამ კი ჯერ უნდა დაიმსახუროს „ევროპელის მაღალი წოდება.

ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელობის არჩევა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განახლების საშუალებას იძლევა.

ევროკავშირში მორიგი ინსტიტუციური ციკლის დაწყება ობიექტურად ხსნის ჩვენს ურთიერთობებში „ახალი სტარტის“ შესაძლებლობას. სულ მცირე, ეს არის საბაბი, ვიფიქროთ იმაზე, ვინ ვართ ერთმანეთისთვის სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“.

 სერგეი ლავროვის წერილი უკავშირდება საბჭოთა კავშირსა და ევროპულ თანამეგობრობებს შორის ვაჭრობის, კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის 30 წლისთავს.