აშშ: რუსეთმა და ვენესუელამ $209-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს

რუსეთსა და ვენესუელას შორის, სამხედრო სფეროში მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ავრცელებს.
ჯონ ბოლტონის თქმით, ცოტა ხნის წინ, კარაკასმა და მოსკოვმა $209-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს. თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველი ამბობს, რომ ამ ქმედებით მადუროს რეჟიმმა რუსეთისგან სამომავლო მხარდაჭერა იყიდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.

 

 

წყარო: imedinews.ge