ახალგაზრდებო! ეკლესიის მტრების, ბოროტი პოლიტიკური ძალების პირად ინტერესებს ემსახურებით!

სოფელ თელეთის ეკლესიის მღვდელი ბასილი (იაშაღაშვილი) პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმიანება:

– “მთავრობის სახლის წინ აქციაზე მონაწილე მართმადიდებელო ქრისტიანებო..!

კარგად დავფიქრდეთ იქნებ ეს აქცია არ ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას არამედ – ეკლესიის მტრების, ბოროტი პოლიტიკური ძალების პირად ინტერესებს!
და უნებურად არ აღმოვჩნდეთ მათი საქმის თანაზიარნი!” – წერს მღვდელმსახური.