ბათუმი გაზის გარეშე დარჩა

ბათუმი მეორე დღეა, გაზის გარეშეა დარჩენილი. ქალაქს, გაზის მიწოდება მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო შეუწყდა. დაზიანება ბაგრატიონის ქუჩაზე დაფიქსირდა.
დაზიანების სავარაუდო მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საავარიო ჯგუფი.
როგორც SOCAR Georgia Gas-ის აჭარის ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი აღნიშნავს, აბონენტთა ჩართვა დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება.