ბათუმში, თაფლის ფესტივალში 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.

ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა. მათ  საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარდგენილი.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრო.

„მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ წარმოებას. განსაკუთრებით მეფუტკრეებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ისინი ამყარებენ ახალ კონტაქტებს, ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს. გასაღების კუთხითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, როგორც ჩვენი წარმოების განვითარებას, ასევე დაეხმარება ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში“, –  განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.

ბათუმში, თაფლის ფესტივალი მეხუთედ გაიმართა.