ბარბარე კახიძე: სანამ საქართველოში რუსეთის ყველა დასაყრდენი არ მოისპობა, ყოველთვის ოკუპირებული ვიქნებით

საქართველოში განვითარებულმა 20 ივნისის მოვლენებმა, კერძოდ კი, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილზე გამოჩენამ მთელი საქართველო სამართლიანად შეძრა. შეძრა იმიტომ, რომ ეს ის სავარძელია საიდანაც საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ათვლა დაიწყო, სადაც წყდებოდა და საქართველოსთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ესინჯებოდა პულსი.

აქ იჯდა პირველი პრეზიდენტიც,ზვიად გამსახურდიაც. სწორედ ამიტომ ეს ადგილი “უბრალო” ადგილი საქართველოსთვის ვერასროდ იქნება. ეს სავარძელი “ნაციონალური სიმბოლოა.

რუსთაველი და პარლამენტი კი ის ადგილი, სადაც ისტორია იწერებოდა.

შემდეგ დაიწყო აქციები, წამი გააჩერა და კვლავ დაგვაფიქრა ჩვენს წარსულზე მომავალზე და იმ მოცემულობაზე, რა მოცემულობაშიც ვცხოვრობთ.

აქციაზე 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. დაშავდა ორი ახალგაზრდაც, მათ თვალი დაკარგეს.

საბოლოოდ სახლახო პროტესტმა ყველა ერთმუშტად გააერთიანა, მოიცვა მთელი სამყარო. უამრავი ქვეყანამ თანადგომა აღვიდგა.

განსაკუთრებით მომხდარმა პროტესტი ახალგაზრდებში გამოიწვია. სწორედ ახალგაზრდების თვალის დაკარგვა გახდა სიმბოლო საქართველოს თავისუფალი არჩევანის.

მომხდარმა პროტესტი გამოიწვია თურქეთში მცხოვრებ ქართველ, ბარბარე კახიძეშიც, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე თავის აზრს გვიზიარებს:

როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანი იყო პროტესტი და  მსგავსი მასშტაბური აქციების მოწყობის აუცილებლობა რატომ დადგა?

ქართულ სახელმწიფოებრიობას, სამიციქულო ეკლესიას ისეთი დაუძინებელი მოწინააღმდეგე არ ყოლია, როგორც რუსეთი. რუსეთზე მეტი მტერი კი ის ქართველია, ვისაც რუსეთი მეგობარი ჰგონია. ის ყოველთვის საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

ერი ასე რატომ დაბრმავდა, რატომ ჩამობნელდა.

,,ერთმორწმუნე” რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ეპოტინება დავით გარეჯის ლავრას… რუსეთი ქართველობის გენეტიკური მტერია! რუსეთზე უფრო დიდი მტერი ის ქართველია, ვინც ამას ვერ იაზრებს და მაინც ერთმორწმუნე რუსეთისკენ იხრება…აი ეს არის სიბნელე!

ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ქართველების დაპირისპირება და სამოქალაქო ომი უნდა.

სწორედ ამიტომ შეუძლებელი მასთან რაიმე თანამშრომლობაზე ფიქრი. პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. მე მახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელსაც წინასწარმეტყველებაც შესაძლოა ვუწოდოთ:

“მაინცა და მაინც არაფერი მწამს რუსეთის რევოლუციის.რუსეთი გლეხობის ქვეყანაა ჯერ-ჯერობით და დიდხანს დარჩება ასეთ ქვეყნად ჩამორჩენილ სასოფლო-მეურნეობით,სიღარიბით,უვიცობით.გლეხობა,ნამეტურ რუსის გლეხობა,თაყვანსა სცემს და აღმერთებს მეფეს; თავის მტრად მეფე-კი არ მიაჩნია,არამედ ჩინოვნიკობა და ამასთან ერთად ინტელიგენციაც. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთის გლეხობა რევოლუციას არ მოახდენს,ხოლო ქალაქის მუშა ერთობ მცირერიცხოვანი და სუსტი ელემენტია.ყოველ შემთხვევაში რუსეთის რევოლუცია ძალიან პრობლემატური და შორეული ამბავია. თვითმპყრობელობის მოსპობა და საკონსტიტუციო რეჟიმის დამყარება ჩვენთვის,ქართველებისათვის,სახეირო სრულიადაც არ იქნება.თქვენ რომ ოცნებობთ,იმისთანა თანასწორობას,ერთობის და ძმობის,უმაღლეს სამართლიანობის სამეფო ჯერ ძლიერ შორს არის,არა რუსეთისთვის,არამედ განათლებულ და განვითარებულ ინგლისისა და საფრანგეთისთვისაც.ხოლო დასავლეთ ევროპის საკონსტიტუციო რეჟიმის დამყარება რუსეთში,ჩვენ,ქართველებს დიდ საშიშროებას გვიქადის.რუსის საზოგადოებაში და ხალხში დიდი პოტენციალური ძალაა,რომელსაც სძინავს.რუსის ხალხი ილია მურომეცია,ხელფეხშებორკილი სძინავს და ამიტომ ჩვენ,არა რუსებს შესაძლებლობა გვაქვს ვიარსებოთ და ვისუნთქოთ.ახლა რუსეთი ვერ გვისწრებს წინ,ჩვენც ვახერხებთ და მივდევთ უკან.იმდენი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა არ შესწევს,რომ საგრძნობლად გაგვისწროს და მერე,როგორც ჩამორჩენილი,ველური ხალხი,გადაგვყლაპოს.ხოლო თუ ბორკილს მოიშორებს და თავისუფლებას მოიპოვებს,იგი ძლიერის სიჩქარით წავა წინ, ჯერ ეკონომიუარდ დაგვიპყრობს და მერე ან გაგვარუსებს,ან აღგვის დედამიწის პირისაგან.აი,პოლონელებს და ფინლანდიელთ ვერას უზამს.ისინი ძლიერი არიან როგორც ეკონომიურად,ისე ეროვნულის შეგნებით.აი ამათთვის საკონსტიტუციო რეჟიმი სასარგებლო იქნება,რადგან შესძლებენ და დიდ მეტოქეობას გაუწევენ რუსებს.ჩვენ-კი იმდენად სუსტნი ვართ ეკონომიკურადაც და ნაციონალურის თვითშეგნებითაც,რომ თავისუფალი რეჟიმით წათამამებული და წახალისებული რუსეთი თავის ქერქში ვეღარ დაეტევა,სამხრეთ მდიდარ ქვეყანას გადმოხეთქავს და ჩვენ ადვილად წაგვლეკავს.”
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების გადადგომა და ვადამდელი არჩევნებიც იყო.  თავად რამდენად ემხრობით ამ მოთხოვნას? და როგორ გგონიათ რას შეცვლის საქართველოს მომავლისთვის მთავრობის ცვლილება?
მინდა ავღინშნო, რომ არცერთი, არც ქოცი და არც ნაცი არ არის სიმართლის მატარებელი. ისინი მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის მუშაობენ. მათ არ აქვთ სახელმწიფო ინტერესები.
ოცნება უნდა წავიდეს იმ პირობით რო ნაციონალური მოძრაობის ხორვას გაიყოლებენ. სხვა შემთხვევაში, თუ დაუშვებთ ისევ ნაცების დაბრუნებას დარწმუნებული ვარ ეს იქნება ქართველი ერის საბედისწერო შეცდომა, რომელიც ძვირად დაგვიჯდება….
საქართველო არის და იქნება ქართველი ხალხის
ოცნება უნდა წავიდეს იმ პირობით რო ნაც. ხროვასაც თუ გაიყოლებს!!! სხვა შემთხვევაში თუ დაუშვებთ ისევ ნაცების დაბრუნებას დარწმუნებული ვარ ეს იქნება ქართველი ერის საბედისწერო შეცდომა, რომელიც ძვირად დაგვიჯდება….
ესაუბრა: მარიამ ნოზაძე
სოლიდარობის ნიშნასდ, საქართველოს დროშის ფერებში განათებული სტამბოლი.