ბაქო ნისლში გაეხვა

დღეს დილიდან, ბაქოში ხილვადობა 200-600 მეტრის რადიუსით იყო შეზღუდული
ბაქო კვლავ ნისლში გაეხვევა, „Sputnik-აზერბაიჯანი“ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
ბაქოში დილიდან ძლიერი ნისლი იყო, ზოგან ხილვადობა 200-600 მეტრის რადიუსში ფიქსირდებოდა. ჰაერის ტენიანობამ 86-88% შეადგინა.
ეკოლოგიის სამინისტროს მონაცემებით, ნისლი გამოწვეულია სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ქარით, რომელსაც ზღვიდან ხმელეთზე ჰაერის ნოტიო მასები მოაქვს.
დღის განმავლობაში ბაქოსა და აფშერონში ქარმა ნისლი გაფანტა. თუმცა ღამის საათებში დედაქალაქში კვლავ ნესტიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. ამის შესახებ სამინისტრომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა გააფრთხილა.