ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს მადლობის სიგელი გადასცეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგსაძეს, „World Vision საქართველოს“ იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა დავით ჩხობაძემ, აქტიური მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„World Vision საქართველო“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს და მუნიციპალიტეტისგან და პირადად მერისგან მხარდაჭერა აქვს“,- აცხადებენ ბაღდათის მერიაში.