ბორჯომში დაკარგული გოგონები იპოვეს

გუშინ, ბორჯომში დაკარგული მე-9 კლასელი გოგონები, ზესტაფონში იპოვეს და სახლში დააბრუნეს. გოგონებს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვნების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.