ბრაზილიის საჰაერო ძალების ოფიცერი კოკაინის შენახვის ბრალდებით დააკავეს

CNN-ის ინფორმაციით, ბრაზილიის საჰაერო ძალების ოფიცერი 39 კგ კოკაინის შენახვის ფაქტზე დააკავეს.
იგი პრეზიდენტ ბოლსონაროსთან ერთად დიდი ოცეულის სამიტზე მიემგზავრებოდა იაპონიაში. ბრაზილიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი დააკავეს სევილიის საერთაშორისო აეროპორტში, ესპანეთში. საჰაერო ძალების 38 წლის ოფიცერის, სილვა როდრიგესის ბრაზილიური მართლმსაჯულებისთვის გადაცემა მოითხოვა პრეზიდენტმა ბოლსონარამ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება.