ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნარკოტიკების მოხმარებაში გამოტყდა

ბრიტანეთის კონსერვატორიული პარტიის წარმომადგენლობის მსურველმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვმა განაცხადა, რომ 20 წლის წინ, ის „რამოდენიმე სოციალურ ღონისძიებაზე“ გარკვეულ აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა.
ამის შესახებ ტაბლოიდი Daily Mail-ი იუწყება.