ბრიტანეთის რეგიონების და ლონდონის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ბრიტანეთის რეგიონების და ლონდონის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

ქვეყნის ელექტროსისტემამ განცხადება გაავრცელა:

„ელექტროენერგიის  გათიშვის შედეგად აეროპორტების და რკინიგზის მუშაობა შეფერხდა.

ელექტროენერგიის გათიშვა გადამცემი ხაზის National Grid-ის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. ქალაქში გათიშულია შუქნიშნები. ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია“.