ბრძოლა 5 მერის პოსტისა და ერთი სადეპუტატო მანდატისთვის დღეს დილიდან მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში აირჩევენ.
ამასთან, დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.
მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.
ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის:
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვსი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” – სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი – დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი – თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი – დავით თორდია.
მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული:
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – აკმამედ იმამკულიევი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – ბექა სვანიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” – ნინო ჯურხაძე; “საქართველო” – ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ჯანო ჟვანია; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ილია პატარაია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.
ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული:
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – დავითი თხელიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ნინა გოცაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი – ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი – კახაბერ ზარნაძე.
ჭიათურის მერობა კი შემდეგ 13 კანდიდატს სურს:
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” – ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი – ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი – დავით ჭუმბურიძე.
ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” – საბა ბობოხია; “საქართველო” – ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი – როლანდ აბულაძე.