გაატარე ზაფხული საქართველოში!

თბილისში მომხდარი 20 ივნისის მოვლენების შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველო–რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გააუქმა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „Spend your summer in GEORGIA“ (გაატარე ზაფხული საქართველოში). რამდენიმე დღეში ჯგუფს უკვე ასობით ათასი წევრი ჰყავს. როგორც ქართველები, ისე უცხოელები აზიარებენ პოსტებს და მოუწოდებენ ერთმანეთს, გაატარონ ზაფხული საქართველოში.