გარდაცვლილი ნინი ჯაფარიძის ოჯახს “იმედის” კლინიკის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია!

მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა ნინი ჯაფარიძე, ბიბლუსის მარკეტინგის გუნდის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მისი ნათესავი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„როგორც მოგეხსენებათ, გარდაიცვალა ნინი ჯაფარიძე, რამაც ძალზედ დაამწუხრა უამრავი ადამიანი.

ნინო ჯაფარიძე გახლდათ ჩემი უახლოესი ნათესავი, ოჯახის დავალებით მინდა განვაცხადო და სიცხადე შევიტანო მის გარდაცვალებასთან გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიებთან მიმართებაში. ოჯახს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია სამშობიარო „იმედის კლინიკის“ მიმართ და ნინის გარდაცვალება არანაირად არ უკავშირდება აღნიშნულ კლინიკას!”

ნინო ჯაფარიძე