“გასული წლის ვიზიტორთა ჯამური დანახარჯი 8 000 000 000-ია, საიდანაც 2 000 000 000 რუს ტურისტებზე მოდის” – შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთიდან საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტის რაოდენობა, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაზრდილია.

როგორც ალავერდაშვილმა მედიაცენრტ „მთავარში“ განაცხადა, გასულ წელს, საჰაერო გზით, საქართველოს ყველაზე მეტი რუსი ტურისტი სექტემბერში ეწვია და მათმა რიცხვმა 60, 114 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული ტურისტების მთავარ მიზანს, იგივე მონაცემების საფუძველზე, ეს გართობა და დასვენებაა.

როგორც ალავერდაშვილი განმარტავს, საქართველოში ჩამოსული რუსი ვიზიტორები, უმეტესწილად, სასტუმროებში ჩერდებიან. კერძო ბინის დაქირავებას მათი მხოლოდ 11, 1 პროცენტი მიმართავს, ხოლო საკუთარი სახლი საქართველოში მხოლოდ 5,6 პროცენტს გააჩნია.

„რუსეთიდან საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი, გასული წლის მონაცემებით, ტურისტების გართობა და დასვენებაა, რუს ვიზიტორთა 49,4 პროცენტი ჩვენს ქვეყანას ამ მიზნით სტუმრობს. მათ ინტერესებში შედის ასევე ტრანზიტის, მეგობრებისა თუ ნათესავების მონახულების, ბიზნესისა თუ პროფესიული საქმიანობის, უფრო იშვიათად კი მკურნალობის მიზნით ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში.

რუსეთიდან ჩამოსულ ვიზიტორთა დიდი ნაწილი, მათი 54,1 პროცენტი სასტუმროებში ჩერდება, მეგობრის ან ნათესავის სახლს, ასევე ჰოსტელებს კი, მათი გაცილებით მცირე პროცენტი ირჩევს“, – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი მთავართან.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ვიზიტორთა ჯამური დანახარჯი 2018 წლის მონაცემებით, 8 000 000 000 შეადგენს, საიდანაც რუს ვიზიტორთა დანახარჯის ჯამური წილი 2000 000 000 ლარია.