გიორგი გასვიანი: ჩემთვის, დემეტრეს თვალის ფასი არც, ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცი არ არის

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს, აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგაო. იმედი მაქვს გადაურჩება..
ვუყურებ და ვფიქრობ: ჩემთვის, დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს!
მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი! მამაჩემიც ამან იმსხვრეპლა სოხუმში.. აეროპირტში დაბომბვისას ჩვენი, ბავშვების ევაკუაციის დროს, მას ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა…
და ეს ყველაფერი არ მთავრდება ჩვენს ქუჩებში! – წერს გიორგი გასვიანი