“გირჩი” არის ჩვეულებრივი სექტა, მასში გაწევრიანებულ ადამიანებს ეკრძალებათ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა – მამა თეიმურაზ ქორიძე

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე, იმ ადამიანებს, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, “გირჩში” სასულიერო პირად მიდიან, სოციალური ქსელის საშუალებით აფრთხილებს და სინანულისკენ მოუწოდებს:

“ჩემო ძვირფასებო !
გირჩის მღვდლობით ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ სამხედრო სამსახურს არიდებთ თავს.
თქვენ ამით თავს არიდებთ დედა ეკლესიას და ჰყიდით მას.
“გირჩი” არის ჩვეულებრივი სექტა, ამიტომაც მასში გაწევრიანებულ ყველა ადამიანს ეკრძალება ნებისმიერ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება.
უფრო გარკვევით თუ ვიტყვით, თქვენ ვერ იქნებით ვერც ნათლიები, ვერც მეჯვარეები და ა.შ.
გთხოვთ, შეინანეთ . . .
ნუ უღალატებთ საკუთარ ღირსებას” – წერს მოძღვარი.