გმირთა მოედანზე დაკავებები მიმდინარეობს

გმირთა მოედანთან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა, დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლა, ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი.

მოედანზე დაკავებები მიმდინარეობს. პოლიციის წარმომადგენლები დემონსტრანტებს აკავებენ. როგორც უკვე   აღვნიშნეთ, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა, დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლა, ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი.

ამჟამად ახალგაზრდების ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა.