გრიგოლ ვაშაძე: „თავში რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს არავინ ესროდა დემონსტრანტებს“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წინა და ახლანდელი ხელისუფლების სისასტიკეს შორის „გიგანტური განსხვავება“ არსებობს და წინა ხელისუფლების დროს „თავში რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს არავინ ესროდა დემონსტრანტებს“.
22 ივნისს რუსულ გამოცემა „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძე ამბობს: „თუკი ნებისმიერ მაშინდელ კადრს ახლანდელ კადრებს შევადარებთ, დაინახავთ გიგანტურ განსხვავებას სისასტიკეს შორის. მაშინ რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს არავინ ესროდა დემონსტრანტებს თავში. მათ არავინ წამლავდა გაზით ისე, როგორც ახლა. მთელი ღამე გული მერეოდა. მიწევდა, ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები ბრძოლის ველიდან გამომეყვანა. რამდენიმეს 5-6-7-ჯერ მოარტყეს ტყვიები. ჩვენი კანონმდებლობით, არ შეიძლებია სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუკი მათ წინასწარ არ გააფრთხილებენ“…