გრიგოლ ვაშაძე: „საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის მომსწრე ხართ. ესწრებით და უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განაცხადა:

„საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის მომსწრე ხართ. ესწრებით და უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს. აკვირდებით, როგორ გამოაქვს სასამართლოს პოლიტიკური განაჩენი. არც სისხლის სამართალთან, არც მორალთან ამას კავშირი არ აქვს. ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ ასე დავასრულებთ„

„რუსთავი2“ – ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.