გრიგორი კარასინი: 2019 წელს საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის მაჩვენებელს ნამდვილად გადააჭარბებს

2019 წელს საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა დანამდვილებით გადააჭარბებს 2018 წლის მაჩვენებელს – 1.5 მილიონ ადამიანს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კარასინის თქმით, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის წლიურ მაჩვენებელ გადააჭარბებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის შემოქმედებით ჯგუფებს შორის კონტაქტები ძლიერდება. კარასინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები შედის. მისი ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთიდან საქართველოში 129 მილიონი დოლარი გაიგზავნა.