გურამ ქართველიშვილი: ერმა მიწის მტრებზე გაყიდვა დაიწყო, ახალგაზრდობა გეი-ნარკო კლუბებში შერეკა, უმწიფარი ქალიშვილები კახპობაში დაახელოვნა, საჯიშე ვაჟები კი გაანარკომანა

მედია ჯგუფი “ალტ-ინფო” გურამ ქართველიშვილის პოსტს ავრცელებს:

პროექტი “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორმა, რეჟისორმა გურამ ქართველიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“ბედნიერებაა ,,ბედნიერი ერის,, და ბერის წუთისოფელი…
უფრო სამართლიანად თუ ვიტყვით ,,ბედნიერი,, ნაერალის, რომელმაც ასეთი ,,ბედნიერების,, ხარისხს იმით მიაღწია, რომ წინაპრების დანატოვარი მდიდარი მაგალითებიდან ,,ყვარყვარე თუთაბერის,,- ,,ლუარსაბ თათქარიძის,,-,,კვაჭი კვაჭანტირაძის,, და ,,კახაბერ ყორღანაშვილის,, ცხოვრების წესი აირჩია ,,გზად და ხიდად,,…. ხოლო მათი ,,მდიდარი,, გამოცდილება იმდენად დახვეწა, რომ შედეგად არნახულ ,,წარმატებას,, მიაღწია…. სხარტად თუ ვიტყვით, ამ ,,ბედნიერი,, მიმართულებით შეუძლებელი შეძლო და ჯერ არ ნახულად შეასხა ხორცი–,,რომ შვილი სჯობდეს მამასა,,– უკვდავ ფორმულას, ისე, რომ სიზმრადაც არ უფიქრია, თუ რატომ ჰქონდა დანაბარები ეს ჭეშმარიტება მისთვის, წარსულში ზემოთ ჩამოთვლილებისგან სიცოცხლე გამწარებულ მისსავე წინაპარს… 
მაგალითს, რომ დიდი ძალა აქვს ეს ძველი ჭეშმარიტებაა, ხოლო მას, რომ დახვეწა ჭირდება ესეც არაა აზრსმოკლებული. ამიტომ ,,ბედნიერად,, ამდგარებმა ისეთი ,,ბედნიერივე,, აწმყო შექმნეს, რომ ყველა მათ მუქთახორა, იუდა და აფერისტ წინაპარს შეშურდებოდა. მართალია თვალის მოსატყუებლად ყველგან დავითის და ილიას სურათები გამოფინეს, მაგრამ სინამდვილეში ასეთ სულმნათებს გულს, რომ გაუხეთქავდა იმგვარი ,,ბედნიერება,, დაატრიალეს საქართველოში — ქვეყანა არაერთხელ გადაწვეს და გაძარცვეს, — საუკეთესო თაობები მიწაში ჩადეს 
—- ეკლესიები ააშენ-აღადგინეს და ყულაბებად გაიხადეს, —სახელმწიფო სამსახური ,,მაყუთის,, საკეთებელ კანტორებად აქციეს, — ტყუილი და ღალატი ახარეს, — შვილებს პირუტყვის დონის განათლება შეაჩეჩეს,—- სიაფანდები, მევახშეები და თაღლითები მთავრობაში აირჩიეს, –ნიჭიერებს და სუფთებს შიმშილით სული ამოხადეს,—-ხელოვნების ,,კახპები,, ხატად დაასვენეს — მიწის ხვნას თავი ანებეს და მოსისხლე მტრებზე გაყიდეს,—- ქვეყნიდან დამაჯერებლად გაიქცნენ, ხოლო დარჩენილებმა სამოთხე-სამშობლოში ნიგერიელების, ჩინელების, ირანელების და არაბ–თურქების ჩამოსახლება დაიწყეს,– ახალგაზრდობა გეი-ნარკო კლუბებში შერეკეს და ამაში დიდი მაყუთები მოხსნეს,– უმწიფარი ქალიშვილები კახპობაში დაახელოვნეს და შემოსახლებულებს ლოგინში შეუგორეს,—საჯიშე ვაჟები გაანარკომანეს, — ცალი პირით სამშობლოს და წინაპრების სადღეგრძელოები სვეს, ხოლო მეორეთი მათი საქმეები აბუჩად აიგდეს,— დიდი წინამორბედები შვილებს დაავიწყეს და მათი სახეები პრეზერვატივებზე მიუხატეს,—ქვეყნის ღალატში ერთმანეთს გაეჯიბრენ და ყველა მტრის ჰონორარები შეირგეს, — მომაკვდავ სამშობლოს არ გამოესარჩლნენ და ენა მუცელში ჩაიგდეს,—- ეროვნულობა შემოსავლის წყაროდ აქციეს და ნამდვილად ეროვნულები დახოცეს. —სამშობლო ჭამეს, სვეს, სუფრებზე ნაირნაირ კერძებად ჩამოატარეს და როცა საბოლოოდ დაიმხეს თავზე დავიწყებულ წინაპართა ნამემკვიდრალი— აწუწუნდნენ… ახლაღა გაახსენდათ პრეზერვატივზე მიხატული ამაგდარები და აღმოაჩინეს, რომ მათი აღარაფერი შერჩენოდათ… ხიდისგან, რომელიც ნამდვილ საქართველოსთან აკავშირებდათ ნატამალიც არ იყო დარჩენილი რადგან, მისი ქვებისგან სახლები ჰქონდათ აშენებული და ოჯახებიანა შიგნი ცხოვრობდნენ…
p.s. ვაი იმას ვისაც იქეთურ საქართველოში არ მიიღებენ, რომელიც ნამდვილად არსებობს თითზე ჩამოსათვლელ აქეთურების სულებში…”