დაადგინეს, გასაუბრებაზე ყოფნისას რა ფერის ტანსაცმელს მოაქვს წარმატება

1,5 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შავი ფერის ტანსაცმელი ყველაზე შესაფერისია, რათა გასაუბრებაში წარმატებას მიაღწიოთ. რესპონდენტების 43 % ამტკიცებს, რომ ისინი სამსახურში აიყვანეს, რადგან გასაუბრებაზე შავი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილები მივიდნენ. ეს ფერი საქმიანი შეხვედრების დროსაც ყველაზე შესაფერისია.


ამავე კვლევით დადგინდა, რომ თურმე ადამიანების 76 % საერთოდ არ ფიქრობს, მათი ტანსაცმლის ფერი როგორ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.