დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, რიკოთის გვირაბში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3 ივნისიდან რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება”,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.