“დავით გარეჯის კლდოვანი საფარის ნგრევა გრძელდება, მძიმე ტექნიკა დაამატეს!”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში,  დავით გარეჯთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს:

„შეიძლება, დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, თუმცა დღევანდელი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა.