“დავით გარეჯის მონასტერი პირველად 1723 წელს პარიზში გამოცემულ რუკაზეა დაფიქსირებული”

ძვე­ლი რუ­კე­ბის ექ­სპერ­ტი და რუ­კე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უძ­ვე­ლეს რუ­კას აწ­ვდის, რო­მელ­ზეც და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი პირ­ვე­ლად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი. ქართულ პრესასთან კი, რუკის შესახებ  სპე­ცი­ა­ლის­ტი დამატებით საუბრობს:

ეს ერ­თა­დერ­თი ძვე­ლი რუ­კაა, სა­დაც კარ­გად ჩანს გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი. და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტე­რი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გი­ი­ომ დე­ლი­ლი­სა (Gუილლაუმე Dელისლე) და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თობ­ლივ რუ­კა­ზე, რო­მე­ლიც 1723 წელს პა­რიზ­ში გა­მო­ი­ცა. რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლია და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი და სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან – შირ­ვან­თან და გან­ჯას­თან. იმ დროს ეს სპარ­სე­თის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი, ფე­ო­და­ლუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი გახ­ლდათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუკა ყვე­ლა­ზე ძვე­ლია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ვით გა­რე­ჯა და მთლი­ა­ნად ჩვენს სა­ზღვრებ­შია ყა­რა­ი­ას ველი, გა­რე­ჯის ქედი, მტკვრის და იო­რის შე­სარ­თა­ვი.

გი­ი­ომ დე­ლილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა სპარ­სე­თის შა­ჰის კარ­ზე საფ­რან­გე­თის სამი ელ­ჩის – კრუ­ზი­უ­სის, ზუ­რა­ბე­კი­სა და ფაბ­რი­ცი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით შე­ავ­სო და რუ­კას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია და კას­პი­ის­პი­რე­თი და­უ­მა­ტა.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, რუკა ფრან­გმა კარ­ტოგ­რაფ­მა გი­ი­ომ დე­ლილ­მა 1723 წელს პა­რიზ­ში გა­მოს­ცა. კას­პი­ის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ქვეყ­ნე­ბის რუკა რომ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებს ეფუძ­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­კის სა­თა­ურ­ში: “შედ­გე­ნი­ლია მე­ფის გან­კარ­გუ­ლე­ბით ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის სულ­ხან-სა­ბას (შოსკამ-შაბბას) ხელ­ნა­წე­რი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აგ­რეთ­ვე სპარ­სე­თის სა­ელ­ჩოს ელ­ჩე­ბის – კრუ­ზი­უ­სის, ზუ­რა­ბე­კი­სა და ფაბ­რი­ცი­უ­სის მიერ”. – აცხადებს გიორგი ლობჟანიძე