„დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსის ტერიტორია, აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა“- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყება

ოფიციალურმა ბაქომ, დავით გარეჯის სამონასტრი კომპლექსთან არსებული საზღვრის დელიმიტიზაციის შესახებ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ბაქოს ოფიციალურ განცახდებაში მკვეთრადაა აღნიშნული, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო და აზერბაიჯანი, მათ შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების თანაბარუფლებიანი მემკვიდრეები გახდნენ.

საბოლოოდ, ამ საზღვრებს,  სახელმწიფო საზღვრების წოდება მიენიჭათ  და ორივე მხრიდან, სასაზღვრო ძალების მიერ  კონტროლდებოდნენ.

ფაქტია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, ყოველთვის იყო საზღვარი, რომელიც ორივე მხარის მიერ კონტროლდებოდა,“ – აცხადებს აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ხალაფ ხალაფოვი.

მინისტრის მოადგილე ასევე საუბრობს, რომ საზღვრის გადაკვეთის პროცესი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართულ მხარესთან იქნა შეთანხმებული, ხოლო ტერიტორიაზე ქართველი მლოცველები მხოლოდ აზერბაიჯანული მხარის კონტროლის ქვეშ გადაადგილდებოდნენ.

სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე სამუშაოების შესახებ კი, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მუშაობის ჩატარების უფლება, საკუთარ ტერიტორიაზე, ყველა ქვეყანას აქვს.

წყარო:

Инфотека 24