დავით ჟღენტი: მახსოვს 26 მაისის დარბევა!

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სულ ახლახან „დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომელზეც 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე შეიკრიბნენ ის მოქალაქეები, რომლებიც აქციის დაშლის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ. შეკრებილებმა სანთლებით გამოსახეს 26 მაისი და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი აქტივისტი დავით ჟღენტი.