“რუსეთთან მებრძოლი” მამუკა გამყრელიძე მოსკოვში მიფრინავს

“რუსეთთან მებრძოლი” მამუკა გამყრელიძე მოსკოვში მიფრინავს.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაიო სააგენტო “მარშალპრესი” ავრცელებს:

“გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე, რომელიც ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს, გეგმიურ გამოკვლევებზე მოსკოვში მიემგზავრება. მისი თქმით ამის მიზეზი არის ის, რომ მკურნალობა გაცილებით იაფია, გარდა ამისა, იქ მისი მეგობრის კლინიკაში იქნება. “მოსკოვში მივდივარ. მეგობრის კლინიკაში გეგმიური გამოკვლევა უნდა გავიარო. ახალგაზრდა აღარ ვარ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. რატომ ევროპაში არაო ნუ მკითხავთ. გეცოდინებათ რაც ღირს. მოსკოვში კი მეგობრებთან მივდივარ. არც კოლეგებისთვის დამიმალია სად და რისთვის მივდიოდი. რატომ დავწერე ამაზე ღიად ? იმიტომ რომ იმედის ტელევიზია დამხვდა სრულ მზადყოფნაში აეროპორტში. დაიწყება ახლა ჩემი ლანძღვა და გინება და ტროლების შემოსევა. მზად ვარ ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობა და გადავდგე (ოპოზიციონერობიდან ) თუ გახარიაც გადადგება. ეგეც ჩემსავით რუსეთის მოქალაქეა, ჩემგან განსვავებით ბიზნესიც აქვს და რამდენადაც გაჟღერდა ტელევიზიით, ლონდონის გავლით დადის რუსეთში.”– აღნიშნულია განცხადებაში.