დავით ჟღენტი: შევიკრიბოთ დინამოს სტადიონზე და დიდ ეკრანზე გავუშვათ ნაცკრიმინალების ნამოქმედარი!

– “კიდევ ერთხელ ვიმეორებ დინამოს სტადიონზე უნდა შევიკრიბოთ. დიდ ეკრანზე გავუშვათ გნაც კრიმინალების ნამოქმედარი და ეს პირდაპირი ჩართვით ტელევიზიებმა უნდა გააშუქონ. მსოფლიომ უნდა ნახოს რომ გნაც კრიმინალთა ბანდა რომელიც სულ რაღაც 4 ათას მომხრეს ძლივს აგროვებს მთელ საქართველოში და ისიც ძალიან ძვირი უჯდება – ვეღარასოდეს მობრუნდება ხელისუფლებაში და ის პროპაგანდისტული მედიები ცრუსთავი 2 და ტვ პირველი, რომლებიც კონტრაბანდის ფულით ფინანსდებიან, ვეღარ შეიყვანენ შეცდომაში მაყურებელს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია თორემ ისე ჩანს რომ ამ კრიმინალთა კრიახს არავინ ეწინააღმდეგება საქართველოში!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი არხის ყოფილი თანამშრომელი დავით ჟღენტი.