დავით სერგეენკო: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია.“ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, რომლებიც ჩაერთვებიან ქსელურ მართვაში და შეამცირებენ არაპირდაპირ ხარჯებს. ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა.
„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიექიმების და ექთნების მშვენიერი გუნდიამჟამად ძველ ინფრასტრუქტურაშიმუშაობს. აჭარის მთავრობამ მათ გამოუნახა თანხები და იქვე იგივე ტერიტორიაზე აუშენა ახალი ინფრასტრუქტურა.სამედიცინო პერსონალი ძველი შენობიდან უნდა გადავიდეს ახალში და განაგრძოსსაქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ და საქართველოს მასშტაბით შევქმნათ რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, ვამუშავებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, დროებით ქსელურ მართვაში ჩავრთოთ კლინკები, რომ შევამციროთარაპირდაპირი ხარჯები.“ – განაცხადა განაცხადა მინისტრმა დავიუთ სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებითამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან თანხების მობილიზების კუთხით.
„აღჭურვასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორებთან, რათა ვნახოთ რა თანხის მიღება იქნება შესაძლებელი მათი მხრიდან, რა თანხა დააწვება დარჩენილი ტვირთად ბიუჯეტს. ამასთან ერთად, ჩვენ ვაკეთებთ აღჭურვილობის ჩამონათვალის ძალიან დეტალურ ანალიზს. ჩვენ გვინდოდა ერთიანი ხარისხის თამასის კონცეფციაში მოგვექცია ეს ყველაფერი. თუ ეს ფაქტი მათ ძაბავთ, განკარგონ და განავითარონ ეს კლინიკა ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ.“ – განაცხადა მინისტრმა