დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების ფაქტი შეაფასა

“შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შეაფასა ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების ფაქტი.
უსუფაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” სურს, მთელი ქვეყანა მელიას თმებს დავსდევდეთ, რომ არაფერი ჩამოუვარდეს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ რადგან მელიას სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა, ის ისარგებლებს დეპუტატისთვის მინიჭებული ყველა კონსტიტუციური უფლებით, მათ შორის სიტყვით გამოსვლითაც.
“დიახ, პარლამენტის წევრი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, მაგრამ იმ შემთხვევაში თუა ამაზე თანახმაა პარლამენტიც და სასამართლოც და თუ დაპატიმრებულია, მაშინ პარლამენტს შეუძლია შეუწყვიტოს უფლებამოსილება. მელია პარლამენტმა არ დააპატიმრა შესაბამისად მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პარლამენტს არ შეუძლია შესაბამისად მას აქვს პარლამენტის წევრისთვის ამ კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლება,. მატ შორის პარლამენტში მისვლა და სიტყვით გამოსვლა. პარლამენტშიც ახლა ალაპარაკდნენ, რომ შევხედავთ სასამართლომ რა თქვა და მერე შეიძლება შევუწყვიტოთ უფლებამოსილებაო, ეს არის სრულიად გაუგონარი არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა, სურს ოცნებას, რომ მთელი ქვეყანა მელიას თმებს დავდევდეთ, რომ არაფერი ჩამოუვარდეს მართლა“-ამბობს უსუფაშვილი.