დავით ქაცარავა: აზერბაიჯანულმა მხარემ ოფიციალურად გამოაცხადა დავით გარეჯი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს პოსტს:

“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა შეგრძნება, რომ საზოგადოებას გადაავიწყდა გარეჯში არსებული პრობლემა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მხარემ შეგვიზღუდა უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტერში მისვლის უფლება.
აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე ოფიციალურად გამოაცხადა დავითგარეჯი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად. ეს გააკეთა იმ დროს, როდესაც დელიმიტაციის კომისიას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია მუშაობა.
დელიმიტაციის კომისიის მუშაობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით მოქმედებს, ცდილობს შეაგუოს საზოგადოება გარეჯის დაკარგვას.
აქვე გთავაზობთ დღეს გადაღებულ სურათებს, რომლებიც ასახავენ აზერბაიჯანული მხარის აქტივობას ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარედ, იმ გზაზე, რომელიც ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე მათ 1 თვის წინ გაიყვანეს. დღეს იქ მოტანილია სამშენებლო მასალები და რას აპირებენ, არ ვიცით.
ჩვენი მთავრობა კი ისევ დუმს.” – წერს დავით ქაცარავა.