,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს”

გორში, ტრადიციულად კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო, უცველელი სლოგანით – ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს”.
კომედიის ფესტივალი  14 ივნისს დასრულდება.

მასში მონაწილეობენ: მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრის დასები. .
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ,,Black Box” -ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს, საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.

კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო. ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.